თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" (GARF – RD) პროექტის ფარგლებში გამოსცა პირველი პუბლიკაცია „პოლიტიკის დოკუმენტები".
ეს პუბლიკაცია წარმოადგენს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების პირველ ტომს და მოიცავს ხუთი პოლიტიკის დოკუმენტს ისეთ თემებზე, როგორიცაა:
1.საზღვრისპირა, ტრანსსასაზღვრო და ტრანსეროვნული რეგიონული თანამშრომლობა
2.ტერიტორიული ოპტიმიზაცია - ურბანული და სასოფლო განვითარება
3.რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პრიორიტეტებთან
4.ადგილობრივი ტრანსპორტი
5.კომუნალური სფერო - წყალმომარაგება
წინამდებარე პუბლიკაცია განკუთვნილია, როგორც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე ქართული და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური წრეებისთვის, რათა საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ მსჯელობა ფართო დისკუსიის საგანი გახდეს.
პუბლიკაცია მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობას იღებენ ავტორი ორგანიზაციები: „ფონდი კავკასიის უნივერსიტეტი", „გორის საინფორმაციო ცენტრი", „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), „მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი - საქართველო.”
პოლიტიკის დოკუმენტები...