4 დეკემბერს, 12:00 საათზე, დემოკრატიის ინსტიტუტი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის თემა 2008 წლის 6 აგვისტოს, ომის დაწყების წინა დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მე-2 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, 23-ე ბატალიონის უკანონოდ დაპატიმრებული ასეულის/ოცეულის 11 სერჟანტის საქმე.
პრესკონფერენციას დაესწრებიან და განცხადებას გააკეთებენ პატიმრობიდან განთავისუფლებული ასეულის/ოცეულის ყოფილი სერჟანტები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას და რეაბილიტაციას ითხოვენ.
მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62–64, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.