en
ge

საიამ თელავში კვლევის პრეზენტაცია გამართა...

კახეთი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის „დაცული არჩევანი - ეფექტური თვითმმართველობის გარანტი" – ფარგლებში კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს.
საიამ პროექტის პირველ ეტაპზე იანვარსა და თებერვალში თვითმმართველ ქალაქებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ფოკუს ჯგუფების მიზანი იყო ზემოაღნიშნულ პირთა დამოკიდებულების გამოვლენა, რამდენად დაცულები არიან საჯარო მოხელეები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული მექანიზმების შემუშავების გზით აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023