შიდა ქართლი. სამოქალაქო კლუბებმა ტრადიციულად წელსაც აღნიშნეს 1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. მათ სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს: გაიმართა ტრენინგი, მოეწყო აქცია, დისკუსია, ფილმის ჩვენება და განხილვა, გორის და კასპის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები კი გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიწვევით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც საზოგადოება „ბილიკის" და გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სტუმრობის შემდეგ სამოქალაქო კლუბების წევრებმა სიმბოლური წითელი ლენტებით და მოწოდებით „შიდსი მეგობრობით არ გადადის" მოაწყეს ქალაქის ქუჩებში აქცია. მსვლელობას შეუერთდა ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ" წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად ქალაქში დაარიგეს ბროშურები შინდსის პრევენციის თემაზე.