თბილისი. 28 ივლისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით გამართა შეხვედრა თემაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი მტკიცებულებების თაობაზე". საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ის ნორმები, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
„შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ირიბი მტკიცებულების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 22 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე სისხლის სამართლის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მის აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, აგრეთვე ისეთი საკითხზე როგორიცაა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების როლი ირიბი მტკიცებულების თაობაზე არსებული სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაში", ნათქვამია ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge