თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა ისაუბრეს ფორმატზე, მის მნიშვნელობაზე, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის საკითხებსა და შედეგებზე, ასევე ახალი ფორმატების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პრობლემები, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს და პირდაპირ კავშირშია მოლაპარაკებების ორივე ჯგუფის საქმიანობასთან.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში