en
ge

საჩვენებელი დებატები

გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე  არსებულმა ლიდერთა სკოლის  დებატ-კლუბმა ნაფიც მსაჯულთა სისტემის შესახებ საჩვენებელი დებატები წარმოადგინა.
მტკიცებითი გუნდის არგუმენტები ქვეყანაში დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცებასა და სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას შეეხებოდა, რაზედაც უარმყოფელმა გუნდმა საწინააღმდეგო შეხედულებები წარმოადგინა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ  მსაჯულთა ინსტიტუტი სასამართლოს ნდობასა და ხარისხს ვერ აამაღლებს, არაკვალიფიციური პირები ვერ შეძლებენ იურიდიული იმპერატივებით მსჯელობას და მათი ვერდიქტი  ემოციური უფრო იქნება, ვიდრე სამართლიანი.
თითქმის თანაბარი თამაში უარმყოფელი გუნდის წარმატებით დასრულდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლებ საინტერესო გახლდათ ის დისკუსია, რომელიც მოდებატეებსა და საზოგადოებას შორის სადებატო რეზოლუციას მოჰყვა.
დამსწრე აუდიტორია, სადაც მოზარდებთან და მშობლებთან ერთად პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები იმყოფებოდნენ გამოთქვამდნენ შეხედულებებს, სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების, ნაფიცმსაჯულთა უპირატესობისა და ზოგადად სამართლიანობის შესახებ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023