იმერეთი. 2 დეკემბერს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა (KYC) გამართა გაეროს მოდელირება თემაზე „ირანის ბირთვული პროგრამა". გაეროს მოდელირებაში მონაწილე 25 დელეგატმა განიხილა და რეზოლუციაში წარმოადგინა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის გზები.
გაეროს მოდელირება გაეროს სისტემაში შემავალი ორგანოების - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ა.შ. მუშაობის იმიტაციას წარმოადგენს. მონაწილეები წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა როლებს ასრულებენ და ამჟამად გაეროს დღის წესრიგში მდგარ საკითხებს განიხილავენ. მონაწილეებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ დაინახონ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე, როგორ მუშაობს მრავალმხრივი დიპლომატია და გაერო.
ღონისძიება ჩატარდა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოცილურ ქსელში