თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი აქციის - ,,არა პანორამას" დროს დაკავებული და დაჯარიმებული პირების საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება. ... მოვუწოდებთ ხელისუფლების სამივე შტოს და მის თითოეულ წარმომადგენელს, შეასრულონ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები და არამხოლოდ პატივი სცენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ გააკეთონ ყველაფერი მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ აღნიშნული უფლებების პრაქტიკაში რეალიზაციასა და მათ დაცვას არასათანადო ჩარევებისაგან," ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში