სამცხე–ჯავახეთი. 30 ნოემბერს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები „სამოქალაქო ინიციატივებისა და ღონისძიებების ყუთის" დანერგვის მიზნით შეხვდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ურაველის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებს და სამოქალაქო კლუბის წევრებს. მათ გადაეცათ „სამოქალაქო ინიციატივებისა და ღონისძიებების ყუთი" სადაც 2 კვირის განმავლობაში მოსწავლეები ჩაყრიან წლიური სამოქმედო გეგმის იდეებს. ხოლო 2 კვირის შემდეგ გაიხსნება ყუთი, დაიგეგმება ახალგაზრდული ცენტრისა და სამოქალაქო კლუბების წლიური სამოქმედო გეგმა, გაფორმდება მემორანდუმი სამოქალაქო კლუბის წევრებსა და ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს შორის.
წინა დღეებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში მიტანილი „სამოქალაქო ინიციატივებისა და ღონისძიებების ყუთი" გახსნეს და მათში მოთავსებული ღონისძიებები და ინიციატივები განიხილეს. ყუთში მოთავსებული ღონისძიებების ჩამონათვალი გადანაწილდა 2013 წელზე თვეების მიხედვით, შემუშავდა სამოქმედო გეგმა და გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო კლუბის წევრებსა და ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს შორის.