თბილისი. 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ევრიჩაილდ საქართველომ ორგანიზება გაუკეთა საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით: „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების განსაკუთრებული შესაძლებლობები". აქციაში მონაწილეობას იღებდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, მათი მიმღები მშობლები და ბავშვთა სახლის აღმზრდელები. აქციაზე მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნახატების, რეწვის ნაწარმის გამოფენა, ასევე გაიმართა მუსიკალური წარმოდგენები.
საქველმოქმედო აქციის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცხოვრებაზე, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, ასევე მოსახლეობის გააქტიურება, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციაში
ღონისძიებას ესწრებოდნენ პირველი ლედი სანდრა რულოვსი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამროამდგენლები, გაეროს ბავშვთა ფონდი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში