თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს.
„სავალუტო ფონდის მიერ მოცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ეროვნული ბანკის მიერ ჯერ კიდევ არ სრულდება, რაც ეკონომიკაზე, მთელი რიგი მიმართულებებით ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. იმ დადებითი შეფასებების უკან, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ, დგას არაერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც ეკონომიკურ პროცესებზე მწვავე ნეგატიურ გავლენას ახდენს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში