en
ge

გენდერული საუბრები სადახლოს ჩაიხანაში

ქვემო ქართლი. 6 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის", მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს ჩაიხანაში „გენდერულ საუბრები" გამართა. შეხვედრა სადახლოს ერთ-ერთ დიდ ჩაიხანაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის თავშეყრის ადგილას შედგა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „აირჩიე თანასწორობის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)