en
ge

ერთობლივი აქცია

შიდა ქართლი. ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან” არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა და ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა ერთობლივად აღნიშნეს 3 დეკემბერი. ოზურგეთელი ბავშვები სტუმრობდნენ გორის ახალგაზრდულ კლუბს, სადაც სიმბოლური მელნისფერი ლენტები ერთად გააკეთეს გორელმა და ოზურგეთელმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა. 
ასევე,  ოზურგეთელმა ბავშვებმა წარმოადგინეს სპექტაკლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და მათ პრობლემებზე. მისი დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდებმა გადაინაცვლეს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში სადაც დევნილ ბავშვებთან ერთად მოეწყო ხატვის კონკურსი.
ღონისძიება ორგანიზებული იყო „საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების” პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)