კახეთი. 16–19 აგვისტოს თელავში, სასტუმრო "რჩეულ მარანში", ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში" ფარგლებში, სამიზნე თემებში გამოვლენილი ლიდერი ქალებისთვის ტრენინგს მართავს. ტრენინგის პირველ დღეს საუბარი შეეხო გენდერსა და გენდერულ თანასწორობას. ჯგუფურ სავარჯიშოებში მონაწილეებმა გენდერული როლებიც განსაზღვრეს, შრომის გენდერულ ასპექტებზეც იმსჯელეს და ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში