en
ge

Transparify-იმ IDFI-ის გამჭვირვალობა მაქსიმალური 5 ვარსკვლავით შეაფასა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევითი ორგანიზაციების გამჭვირვალობის რეიტინგში უმაღლესი 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. რეიტინგი შეიქმნა პროექტ Transparify-ის ფარგლებში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდების კვლევითი ორგანიზაციების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და CRRC-ის მიერ იმართება. პროექტი მსოფლიოს მასშტაბით, პირველად ზომავს კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას.
„Transparify-მ შეისწავლა, თუ რამდენად ასაჯაროვებს IDFI ინფორმაციას საკუთარი დაფინანსების წყაროების შესახებ - რაც მოიცავს მიმდინარე და გასული პროექტების რეგულარულად განახლებად მონაცემთა ბაზას, გასული აქტივობების სრული მიმოხილვის ერთიან დოკუმენტსა და ფინანსურ ანგარიშებს. შეფასების შედეგად 2015 წლის აგვისტოში Transparify-მ IDFI 5-ვარსკვლავიანი გამჭვირვალობის მქონე ორგანიზაციად დაასახელა", ნათქვამია განცხადებაში. შესწავლილი 10 ქართული ორგანიზაციიდან 5-მა ასევე, მაღალი შეფასება დაიმსახურა.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)