en
ge

სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტისა და ბათუმის მერიის ერთობლივი შეხვედრა

აჭარა.  30 მაისს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტმა და ქალაქ ბათუმის მერიამ გამართა საჯარო შეხევდრა თემაზე: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი _ ახალგაზრდული და კულტურული პროგრამები.
შეხვედრის მიზანი იყო ქალაქ ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის გამჭირვალობა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
შეხევდრაზე ბათუმის მერის მოადგილემ და მერიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდული და კულტურული პროგრამები. აღნიშნულ საკითხზე გაიმართება დისკუსია    საზოგადოებრივი ორგანიზაციების,  კულტურის სფეროს, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული მხარეების  წარმომადგენლების მონაწილეობით.  
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე, კერძოდ: სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული პროგრამების გამჭირვალობაზე, მათი აზრით, დაგეგმარების და განხორციელების პროცესში აქტიურად უნდა ხდებოდეს სტუდენტების ჩართვა. კულტურის სფეროს წარმოამდგენლება დააყენეს ბათუმის კულტურული განვითარების კონცეფციის აქტუალობის საკითხი. მათი აზრით, სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს ქალაქ ბათუმის კულტურული განვითარების გეგმა, რაზეც უნდა აიგოს შემდგომ ყოველი წლის ბიუჯეტი. ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ აღნიშნული პროგრამების ფინანსური გამჭირვალობის საკითხით და იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში.
შეხვედრის ბოლოდ მონაწილეებს შორის მოხდა  სამომავლო ურთიერთობის ფორმების განსაზღვრა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)