თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს და სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ ორგანოებს შეახსენებს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება და სიტუაციის დარეგულირების მიზნით ჩაერიოს იმ დაპირისპირებაში, რაც დღესდღეობით არსებობს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის.
საია ასევე მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, გამომდინარე მათი კონსტიტუციური სტატუსიდან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს და შეუსაბამონ ისინი საქართველოს კონსტიტუციას.
წყარო: gyla.ge