თბილისი. 3 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს ადამიანის უფლებათა მდგომარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათ გამოძიებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის დეტალებზე"..., ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge