თბილისი. 9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე. ინიციატივა „შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, ადვოკატირების ჯგუფის კოორდინატორის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება პროექტის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" ფარგლებში მომზადდა და საქართველოს პარლამენტს, შრომით კანონმდებლობაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის ცვლილებებს სთავაზობს. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში