en
ge

სახალხო დამცველი თუშეთის მოსახლეობას შეხვდა

კახეთი. 10 სექტემბერს, სახალხო დამცველი თუშეთში - ომალოს, შენაქოსა და დართლოს მოსახლეობას შეხვდა.
„მაღალმთიანი რეგიონის ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ელექტროენერგიის და სასმელი წყლის მიწოდება, კანალიზაციის არ არსებობა და ნაგავსაყრელის საკითხი წარმოადგენს. პრობლემურია სამედიცინო მომსახურების საკითხი, ამბულატორიის გახსნის მიუხედავად მოსახლეობა დროულ დახმარებას ვერ იღებს, რადგან მთელ თუშეთში მხოლოდ ერთი ექიმია, ხოლო სოფლები ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ასევე, არ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ექიმს პაციენტებთან მისვლა, ხშირ შემთხვევაში, ცხენით უწევს", ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი განაგრძობს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთა საჭიროებების, პრობლემების შესწავლას და უახლოეს მომავალში შესაბამის უწყებებს მიმართავს წინადადებით.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)