en
ge

მოხალისეთა ფორუმი

აჭარა. 5 დეკემბერს,  სასტუმრო „ინტურისტ პალასში"  არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის"  და განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირის „პროგრესის"  ორგანიზებით, მოხალისეთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, მოხალისეთა ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორების თქმით, ქართული რეალობისთვის მოხალისეობა სიახლეა და ამიტომ იგი პოპურალიზაციას საჭიროებს. დღეისათვის აჭარის რეგიონში 200-მდე მოხალისეა, რომლებმაც სატრენინგო კურსები არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" მიერ დაარსებულ „მოხალისეთა სკოლაში" გაიარა. აღნიშნული სკოლის „მოსწავლეები" სხვადსხვა ადგილობრივ ორგანიზაციაში არის მოხალისე, სადაც „მოხალისეთა სკოლაში" მიღებული ცოდნის გამოვლების შესაძლებლობა ეძლევა. ფორუმს გარდა მოხალისეებისა ესწრებოდნენ სტუდენტები, ადგილობრივი სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)