გურია. ლანჩხუთის საინფორმაცი ცენტრი ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ მყოფი ევროპის ტრენინგ ორგანიზაცია ქსელის (ENTO) სრულუფლებიანი წევრი გახდა. წევრობის სურვილის შესახებ ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე ხნის წინათ მიმართა შესაბამის სტრუქტურას.
ENTO-ს გენერალურმა ანსამბლეამ, რომელიც 2012 წლის 16 ნოემბერს, პარიზში გაიმართა, ორგანიზაცია მუდმივ წევრად მიიღო. „მოხარული ვართ, თქვენი ორგანიზაცია შემოუერთდა ENTO-ს, სადაც ასევე გაერთიანებული არიან სხვა ევროპული ქვეყნების ტრენინგ ორგანიზაციები. მჯერა, რომ თქვენი ორგანიზაციის წევრობა წვლილს შეიტანს ჩვენს ერთობლივ სამომავლო საქმიანობაში", – აღნიშნულია წერილში, რომელიც ორგანიზაციათა ქსელის პრეზიდენტმა ბორის ბაკოტამ ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრს გამოუგზავნა.