თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია კვლევის ანგარიშს აქვეყნებს – „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობები და საჭიროებები რეგიონებში". მისი მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების შეფასება, მათი საჭიროებების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევა ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოსა და ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრის პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ.
წყარო: economists.ge