თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.
„ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრად უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ბოლო პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სახელმწიფო ორგანოთა არასათანადო რეაგირებას, რაც შესაძლებელია აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gdi.ge