თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" ეხმაურება სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„შეშფოთებას გამოვთქვამთ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას", ნათქვამია განცხადებაში. კოალიცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას იწვევს.
წყარო: www.transparency.ge