თბილისი. 6 დეკემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში" ფარგლებში შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზაციამ ჩაატარა ტრენინგები ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა მოქალაქეებისათვის ისეთ თემებზე, როგორიცაა აქტიური მოქალაქეობა/ლიდერობა, ადვოკატირება და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობების მონიტორინგი.დატრენინგებული მოქალაქეებისგან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ახორციელდენენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მონიტორინგს. ასევე, განხორციელდა საადვოკაციო კამპანია, რომლის შედეგად მოგვარდა და გათვალისწინებულ იქნა გარკვეული საკითხები.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში" მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგის კუთხით ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მედიისა და მოქალაქეების უნარ-ჩვევების გაზრდა და თვითმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება. პროექტი განხორციელდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 6 მუნიციპალიტეტში.
წყარო: ISFED