თბილისი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მორიგ ბლოგპოსტს აქვეყნებს. „საზოგადოების დამოკიდებულება კონფლიქტებისადმი სამხრეთ კავკასიაში" ბლოგის მიზანია „ენახა, თუ როგორ იცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მოსაზრებები რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, თუკი აფხაზეთის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ქართველებს და აზერბაიჯანელებს მსგავსი მოსაზრებები აქვთ, სომხეთის მოქალაქეთა მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. რაც შეეხება დამოკიდებულებას მთიანი ყარაბაღის მიმართ, აზერბაიჯანის მოსახლეობის დამოკიდებულებები უფრო მძაფრია სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულებებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები კი ან თავს არიდებენ მოსაზრების გამოთქმას, ან ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნიათ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: blog.crrc.ge