en
ge

EMC-ის განცხადება რასისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" სწავლობს რასისტული ჯგუფის „ბერგმანის" საქმეს.
„2015 წლის 19 სექტემბერს, EMC-ის თანამშრომელი და მისი მეგობარი რუსთაველის გამზირზე აღნიშნული ჯგუფის მიერ შავკანიანი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი გახდა. თ. ბ-მ შემთხვევის ადგილზე გამოიძახა პოლიცია, თუმცა, ჯგუფმა ინცინდენტის ადგილი მაშინვე დატოვა. პოლიციამ თვითმხილველი მოწმეები და დაზარალებული შავკანიანი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა, თვითმხილველი მოწმეები არ დაკითხა და არც გამოძიება დაიწყო საქმეზე", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. EMC აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)