სამეგრელო. 22 სექტემბერს, ასოციაცია „ათინათში" დაიწყო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). პროგრამის მიზანია ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით, სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა... შეხვედრაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმები შეიმუშავეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში