თბილისი. 6 დეკემბერს, სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფორმის სანთლები, ხის ნაწარმი, თექის ნამუშევრები, ბლოკნოტები, სხვადასხვა დეკორატიული ნივთები. გამოფენაზე მისულ ადამიანებს ასევე შეეძლოთ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, სადაც თამაშდებოდა მისალოცი ბარათები, წვენი, შოკოლადები და ა.შ. გათამაშების ყველა ბილეთი მომგებიანი იყო.
სოციალური თერაპიის სახლი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს, რომლებიც დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის გარდა) ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებებში, შრომით თერაპიაში და ა.შ ორგანიზაციაში სულ რვა სახელოსნოა, სადაც ბენეფიციარები ამზადებენ სხვადსხვა ნაწარმს, რომელიც ყოვეწლიურად წინასაახალწლოდ და წინასააღდგომოდ გამოფენაზე ხვდება.
„ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, არ არიან გასარიყები და ძალიან დიდ რამეს კარგავენ ადამიანები მათთან ურთიერთობის შეზღუდვით. ამასთანავე ეს გამოფენები ბენეფიციარებისთვისაც კარგია, რადგანაც ხალხთან აქვთ ურთიერთბა და ხედავენ, რომ მათი ნაშრომი ფასდება, ადამიანებს მოსწონთ და იძენენ სხვადასხვა ნივთებს", - ამბობს სოციალური თერაპიის სახლის ოფისმენჯერი, ქეთი გიგინეიშვილი.