en
ge

დიალოგი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და შშმ პირებს შორის

აჭარა. 21 სექტემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბათუმის მერს და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი შშმ პირთა პრობლემების საკითხის განხილვა და უშუალოდ მათგან მუნიციპალიტეტისთვის რჩევების მიცემა იყო. შეხვედრაზე გაირკვა, რომ ქალაქ ბათუმის მერია მზად არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდისთვის, მის ბაზაზე არსებული ადმინისტრაციული და სხვა ტიპის დაწესებულებების ადაპტირება უზრუნველყოს. ასევე, განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალაქ ბათუმის ქუჩების(სავალი ნაწილის) კეთილმოწყობა ისე, რომ შშმ პირებისთვის არ ქმნიდეს ბარიერებს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებით და ასევე განიხილეს  შშმ პირებთან დაკავშირებული საერთაშორისო/ლოკალური დოკუმენტები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)