თბილისი. 1 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ღია კარის დღე. ღონისძიება ტარდება ქ. თბილისის საჯარო სკოლების 10, 11 და 12 კლასელებისათვის.
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10, „ღია საზოგადოება - საქართველოს" - საკონფერენციო დარბაზი.
წყარო: jobs.ge