თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს სახელწოდებით: „ნეპოტიზმი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მექრთამეობა: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები".
„როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამართლებს სრულად (1%) ან ნაწილობრივ (4%) თანამდებობის პირების მხრიდან ღია კონკურსის გარეშე თავიანთი ნათესავების, მეგობრების ან პარტიის წევრების საჯარო სექტორში დასაქმებას. რაც შეეხება პოზიტიურ ცვლილებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ, კვლევის მიხედვით, 2015 წელს საჯარო სამსახური კვლავაც დიდწილად თავისუფალია მექრთამეობისგან და ამ მხრივ 2013 წელთან შედარებით გაუმჯობესებაც აქვს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge