სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" ორგანიზებით, ანაკლიაში პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
„შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის პარტნიორმა საჯარო სკოლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ვიზუალური მასალა თავიანთი მიღწევების შესახებ, მოეწყო პროექტში ჩართული ახალგაზრდების წარმატების ისტორიების პრეზენტაცია და ღონისძიების ბოლოს თითოეულ სტუმარს მიეცა შესაძლებლობა, შეეფასებინა ორწლიანი მუშაობის შედეგი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში