en
ge

ქართველთა მუსლიმთა კავშირის განცხადება

აჭარა. „ქართველთა მუსლიმთა კავშირი" განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, საპატრიარქოს და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოფელ წინწყაროში ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი უკანონოდ და აგრესიულად მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას". განცხადებაში ასევე წერია, რომ მუსლიმთა კავრშირი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსი აქტიურ ჩაერთვებიან საკითხის განხილვაში.
„აქვე თხოვნით მივმართავთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გამოხატოს სოლიდარობა მუსლიმებისადმი. საფრთხის ქვეშ არ დაგვიდგეს რელიგიებს შორის მშვიდობა, საიმედოდ იყოს დაცული რელიგიის თავისუფლება და თითოელული მუსლიმი მოქალაქის უსაფრთხოება"  - ნათქვამია განცხადებაში
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)