თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს. ორგანიზაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, პროკურატურას სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
„საჭიროა კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, განურჩევლად იმის გათვალისწინებისა, ვინ არის დავის მხარე - რიგითი მოქალაქე თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომლის ცალკეული მოქმედებები, ღიად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს", ნათქვამია განცხადებაში. ახალგაზრდა ადვოკატები როლანდ ბლადაძის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.
წყარო: www.barristers.ge