en
ge

სამეცნიერო ექსპედიცია საკურორტო „ტყეებში“

სამცხე–ჯავახეთი. ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI) სამცხე–ჯავახეთის რეგიონში საკურორტო ტყეების მდგომრეობის კვლევა დაიწყო. ამ მიზნით ნოემბრის თვეში მოეწყო საველე გასვლები და სამუშაო შეხვედრები ბორჯომსა და ბაკურიანში, სადაც ინიციატივის წევრები სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. 25 ნოემბერს CENN–ის ექსპერტთა ჯგუფი ბაკურიანში ჩავიდა. ექსპედიციამ მოიცვა ბაკურიანის სატყეოს კვარტლები.  წინასწარი შეფასებით, საკურორტო ტყეებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. 
ექსპედიციის ანგარიში უახლოეს დღეებში მომზადდება და ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ფართო საზოგადოებასაც წარედგინება. ასევე შემუშავდება რეკომენდაციები სიტუაციის შესაცვლელად. სამცხე–ჯავახეთის რეგიონში  OECI–ის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, ამ პროცესში გადაწყვეტი მნიშვნელობა დაინტერესებულ მხარეთა კოორდიდაციას და ეფექტური დიალოგს ექნება.
„როცა ტყეს კონკრეტული ფუნქცია და შესაბამისი კატეგორია ენიჭება, ტყეთსარგებლობაც ამ ფუნქციის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროა, რომ ერთ დროს საუკეთესო საკურორტო ტყეები სულ რამდენიმე წელიწადში თითქმის პირწმინდად გაიჩეხა. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა გადაწყვიტოს, კიდევ გვჭირდება თუ არა ბაკურიანი, აბასთუმანი, შოვი თუ სხვა ცნობილი კურორტები და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას" - ამბობს ხათუნა ხმალაძე.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)