en
ge

„დემოკრატიის სკოლა“ შიდა ქართლში

შიდა ქართლი. 30 მაისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ორგანიზაციის – ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის – საქართველოს» პროგრამის პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ორგანიზატორებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ორგანიზაციის, გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.
განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება დემოკრატიის სკოლებზე: დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს 5-თვიან საგანმანათლებლო  პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გადიან სიღრმისეულ სწავლებას სამოქალაქო მონაწილეობისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებში. სასწავლო კურსი მოიცავს თანამედროვე უნარებს, დემოკრატიული საზოგადოების, დემოკრატიული მმართველობის და ლიდერობის ძირეულ საკითხებს. დემოკრატიის სკოლებში ტრენინგებს ატარებენ მაღალი კვალიფიკაციის მკვლევარები, პრაქტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. მონაწილეები ასევე სარგებლობენ ელექტრონული სასწავლო გარემოთი და მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობით.
დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს, დევნილებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედია ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.   მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
გორის დემოკრატიის სკოლა გაიხსნება 1 ოქტომბერს. სასწავლო პროგრამა გრძელდება 5 თვე.  ტრენინგები ტარდება კვირაში ორჯერ. ერთი სატრენინგო დღის ხანგრძლივობაა 6 საათი.
შეხვედრის დასასრულს, მსურველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზევე შეევსოთ სათანადო აპლიკაცია, რათა ჩართულიყვნენ დემოკრატიის სკოლის მუშაობაში, რითაც დამსწრეთაგან ნაწილმა დაუყოვნებლივ ისარგებლა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)