შიდა ქართლი. ევროპის დემოკრატიის ფონდი შიდა ქართლში ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ფონდის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წევრებს პრიორიტეტები გააცნეს, თავის მხრივ ფონდის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები გააჩნიათ რეგიონში უფრო მეტი აქტივობებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. „ევროპის დემოკრატიის ფონდი" „მეგობრობის ხიდი ქართლოსის" პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 1 წელია აფინანსებს პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: kartlosinews.wordpress.com