თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის საბჭოს სხდომას ეხმიანება. სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი განიხილებოდა.
„მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით", ნათქვამია გაცხადებაში.
წყარო: gyla.ge