თბილისი. საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ზედამხედველობა სახალხო დამცველს დაევალა. ომბუდსმენი დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და ზედამხედველობის შესახებ 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას ანგარიშში მიმოიხილავს.
„ანგარიშში მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ ცალკეული განცხადებების/საჩივრების მიღების, დასაშვებობის ეტაპის გავლისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ანგარიში აგრეთვე მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვება/შეგროვებისა და მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებებს, სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენისა და მხარეთა მორიგების მიზნით ჩატარებული ზეპირი მოსმენის გამართვის სპეციფიკას", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge