თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა მომსახურების ქსელის სხვადასხვა სფეროში არსებული შრომითი პრაქტიკა.
„ნათელია, რომ დასაქმებულთა შრომით ექსპლუატაციას დამსაქმებლები ახორციელებენ ერთგვაროვანი მეთოდებით. მათ შორის, არაგონივრულად ხანგრძლივი დღიური და სამუშაო კვირის დაწესებით, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების არაადეკვატური ანაზღაურებით, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დასაქმებულთათვის დაკისრების უსამართლო პრაქტიკის გამოყენებით, ხელფასიდან ჯარიმების სახით თანხების ჩამოჭრის გაუმჭვირვალე პროცედურით, არასათანადო სახელფასო პოლიტიკით და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში. EMC მხარს უჭერს აქტივისტთა ჯგუფის „თბილისის სოლიდარობის ქსელის" კამპანიას სასურსათო მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.
წყარო: emc.org.ge