იმერეთი. 1 ოქტომბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის ,,ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების’’ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მოხალისეობა, მისი არსი და მნიშვნელობა". შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მოხალისეობის არსი, საზოგადოების მოხალისეობისადმი დამოკიდებულება, როგორ და რატომ უნდა გავხდეთ მოხალისე, მოხალისეობის მნიშვნელობა და მისი როლი კარიერული დაგეგმარებისთვის.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში