კახეთი. 3-4 ოქტომბერს კაჭრეთში, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა ტრენინგი „მშენებლობის ზედამხედველობა". მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს: მშენებლობის ნებართვის გაცემის სახელმძღვანელო პრინციპები, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება, სამშენებლო–ტექნიკური რეგლამენტები და ა.შ
ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში