თბილისი. ახალგაზრდა ადვოკატებმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, იან კელის ღია წერილით მიმართეს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ბატონი იან კელის მიმართ წერილში ყურადღება გამახვილდა საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების თაობაზეც. ასევე, უშუალოდ გავაცანით ბატონი როლანდ ბლადაძის სურვილი, უშუალოდ შეხვდეს აშშ ელჩს და გაუზიაროს ქონების წართმევის შესახებ კონკრეტული გარემოებები," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge