სამეგრელო. პროექტის „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება" მხარდაჭერით, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
„გენდერული საკითხებისა და ჟურნალისტური ეთიკის გაშუქების თემაზე გამართულ ტრენინგზე განიხილეს გენდერული თანასწორობის, სექსიზმის, სტერეოტიპული დამოკიდებულების და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები", ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge