en
ge

ორგანიზაცია „მერკური“ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება

სამეგრელო. ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მერკურიმ" 8 დეკემბერს,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფილმის ჩვენება მოაწყო. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერის ოლგა კაკავას თქმით, ჩვენებისთვის გერმანელი რეჟისორის დევიდ განზელის ფილმი  ,,ტალღა” ორგანიზაციის მოხალისეებმა შეარჩიეს. ერთ–ერთი მოხალისე, 16 წლის ანი როდონაია ამბობს, რომ ფილმი, სადაც ნაცისტური სქემით  მოსწავლეები საკუთარ მაგალითზე რწმუნდებიან, თუ რაოდენ ადვილია ადამიანებით მანიპულირება, ბევრს დააფიქრებს ძალადობის შედეგებზე. „მერკურის" მოხალისეები ამბობენ, რომ ისინი ძალადობის თემაზე, უახლოეს დღეებში, ქალაქის ქუჩებში, თეატრალიზებულ აქციას  გამართავენ, რითაც უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ღონისძიებები ქალთა და გოგონათა მიმართ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)