თბილისი. 7 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
„ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ N2 დაწესებულებაში პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოყენებული ვიზუალური მეთვალყურეობის პრაქტიკა. არადამაკმაყოფილებელია სამარტოო საკნების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, მონიტორინგის პერიოდში არ ხდებოდა დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება", ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
წყარო: www.ombudsman.ge