თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ბათუმის მერიის პროგრამის „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” ხარვეზებზე ბლოგპოსტს აქვეყნებს. „მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის მესამე კვარტლის დასასრულს ტენდერიც გამოცხადდა, მერიამ ამ დრომდე ვერ განსაზღვრა მომავალი ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამის განხორციელება ხარვეზებით მიმდინარეობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge